logo
ENG



მარიამ ჯაში: კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენა აგრესიული ტესტირებით უნდა მოხდეს

19 მარ 202012:52
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მთავრობას რეკომენდაციებით მიმართავენ. მათი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული საფრთხეების გასამკლავებლად ახალი მიდგომებია საჭირო.

დეპუტატები ამბობენ, რომ ვიდრე „აგრესიული ტესტირება“ იქნება შესაძლებელი, ვირუსის აქტიური ზედამხედველობა უნდა მოხდეს და ხელისუფლებამ პირველადი ჯანდაცვის რგოლი უნდა გაააქტიუროს.

„სამხრეთ კორეისა და ჩინეთის გამოცდილებით, ჩვენ პირველ რეკომენდაცია კვლავაც რჩება კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენა ფართომასშტაბიანი „აგრესიული“ ტესტირებით. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს როგორც საკუთარი რესურსი, ასევე ბიზნეს სექტორის დაფინანსება და შეიძინოს სწრაფი დიაგნოსტიკური, რომ რაც შეიძლება მეტი ტესტები იყოს ხელმისაწვდომი“, - აცხადებს მარიამ ჯაში.


close დახურვა